სირიის ოპოზიციის აქტივისტები აცხადებენ, რომ სულ მცირე 17 ადამიანი დაიღუპა წუხელ ქალაქ დარააში, მაშინ როდესაც სამთავრობო ძალებმა ქალაქი დაცხრილეს. ინფორმაციას ამის შესახებ "ბი-ბი-სი" ავრცელებს. ოპოზიციის წარმომადგენელთა თქმით ქალაქის დაცხრილვა ღამის ლოცვის შემდეგ დაიწყო და მის ძირითად სამიზნეს ქალაქის დასავლეთის ნაწილი წარმოადგენდა.
ამას გარდა, მანამდე ორი დღით ადრე დაახლეობით 40 ადამიანი მოკლეს სამთავრობო ძალებსა და ოპოზოციას შორის შეტაკებაში მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე. მანამდე კი სოფელ კუბეირში სამთვრობო მოხალისეებმა 78 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს. გაერო ამ დრომდე ცდილობს გაარკვიოს თუ კონკრეტულად რა მოხდა ამ სოფელში.