ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსა და ირანის მოლაპარაკებები ჩავარდა. ინფაორმაცია სმია შესახებ დასავლური მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, თავად ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ ამ გამართულ მოლაპარაკებებს "იმედისმაგაცრუებელი" უწოდა.
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მთავარმა ექსპერტმა ირანის ბურთვულ პროგრამასთან მიმართებაში განაცხადა, რომ ირანის წარმომადგენლებთან გამართულ მოლაპარაკებებზე ვერავითარი პროგრესის მიღწევა ვერ მოხერხდა, თუმცა მხარეებმა მოლაპარაკებათა პროცესის გაგრძელებას დაუჭირეს მხარი.
თავის მხრივ, მოლაპარაკებებზე ირანის წარმომადგენელთა დელეგაციის ხელმძღვანელმა და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოში ირანის მუდმივმა წარმომადგენელმა ალი ასგარ სოლტანიემ განაცხადა, რომ საუბარი მიდის ძალიან რთულ პროგრამაზე, ამიტომაც საჭიროა დრო იმისათვის რათა არსებული უთანხმოებები აღმოიფხვრას.
აღსანიშნავია, რომ აშშ-სა და დასავლეთის რამდენიმე ქვეყანას ეჭვი აქვს, რომ ირანი მშვიდობიანი ატომის პროგრამის საფარქვეშ ბირთვული იარაღის შექნას აწარმოებს. თეირანი ყველა ამ ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ მისი ატომური პროგრამა განადგურებისკენ მიმართული არ არის და ის მხოლოდ ქვეყნის მიერ ელექტროენერგიის საჭიროების დაკმაყოფილებისკენ არის მიმართული.