საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Standard & Poor's-მა უკვე ღიად განაცხადა, რომ 2014 წლამდე შესაძლოა აშშ-ს საკრედიტო რეიტინგის შემცირება მოუწიოს. იმავდროულად, Moody's -მა უკვე გაფრთხილა ევროპის ქვეყნები, რომ მათი საკრედიტო რეიტინგის გადახედვას აპირებს.
Moody's-ის განმარტებით, საბერძნეთის ევროზონიდან გამოსვლის შემთხვევაში, კვიპროსს, პორტუგალიას, ირლანდიას, იტალიასა და ესპანეთს გარკვეული პრობლემები შეექმნებათ.
Moody's -მა განაცხადა ისიც, რომ საბერძნეთის ევროზონიდან გამოსვლა, ერთიანი ევროპული ვალუტის სიცოცხლისუნარიანობას ეჭვშქვეშ დააყენებს.