ავღანეთში მომხდარი აფეთქების შედეგად, ავღანეთში მყოფი ნატოს ძალების ფრანგული კონტიგენტის ოთხი წარმომადგენელი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო "სინხუა" ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ინციდენტი პროვინცია კაპისაში მოხდა. არსებობს ასევე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ფრანგული კონტიგენტის წარმომადგენლები მათზე ტერორისტთა თავდასხმის შედეგად დაიღუპნენ.
თავის მხრივ, ავღანური მედია ავრცელებს ინფორმაციით არა ოთხ არამედ ექვს დაღუპულ ფრანგ ჯარისკაცზე. მათივე ინფორმაციით, გარდა გარდაცლილებისა დაჭრილია ექვსი ადამიანი.