უკანასკნელი 2 კვირის განმავლობაში ინდოეთში, ჯერჯერობით დაუდგენელი დაავადებით, 73 ბავშვი გარდაიცვალა. ბავშვების გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა ენცეფალიტი გამხდარიყო, რომლის გადამტანიც მწერები არიან. თუმცა როგორც ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლები განმარტავენ, დადგენილი არაფერი არ არის და გადაწყვეტით იმის თქმა, რომ 73 ბავშვის სიკვდილის მიზეზი ენცეფალიტი გახდა ნაადრევია. როგორც ირკვევა ამ დროისათვის, უცნობი დაავადების წყალობით საავადმყოფოში 40 ბავშვია მოთავსებული.