პირველი კლასიკური გიმნაზია ლეიკემიით დაავადებული პაციენტების დახმარებას შეეცდება. ამ მიზნით, პირველი კლასიკური გიმნაზიის ორგანიზებით, დღეს 18:00 საათზე, რიყეზე საქველმოქმედო აქცია მოწყობა და შემოსული თანხა მთლიანად ონკოჰემატოლოგიური პაციენტების მშობელთა კავშირს გადაერიცხება. საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, სხვადასხვა ღონისძიებებია დაგეგმილი. როგორც აქციის ორგანიზატორები განმარტავენ, აქციის ფარგლებში მოეწყობა სხვადასხვა თეატრალური წარმოდგენები, ხელნაკეთი ნივთების, ფოტოებისა და ნახატების გამოფენა-გაყიდვა.
მასალის გამოყენების პირობები