აჭარის მთავრობა შპს „ვიქტორიას" ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებულ 60%-იან წილს პირობებიან აუქციონზე ყიდის. ობიექტის საწყისი ღირებულება 400 ათასი ლარი და აუქციონი 28 ივნისისთვისაა ჩანიშნული.
პირობების თანახმად, ინვესტორი ვალდებულია საპრივატიზებო თანხის 300 000 ლარის გადახდა პირობებიანი ელექტრონული აუქციონის დასრულებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში განახორციელოს.
დარჩენილი საბოლოო საპრივატიზებო თანხის გადახდა 2012 წლის 30 დეკემბრამდე.