„პროგრეს ბანკმა " 8 ივნისს, ბათუმში ჭავჭავაძის ქ. N97-ში, ახალი სერვისცენტრი გახსნა. მას ესწრებოდნენ: „პროგრეს ბანკის" ერთ-ერთი დამფუძნებელი კახი კალაძე, დირექტორთა საბჭოს თავჯდომარე ლორენცო ჩიპრიანი და მენეჯმენტის სხვა წარმომადგენლები.
"ბანკისათვის ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული მიმართულებაა საბანკო მომსახურების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, ამიტომაც ახლა უკვე ბათუმის მოსახლეობას ექნება შესაძლებლობა ისარგებლონ „პროგრეს ბანკის" მომსახურებით. ბათუმის სერვისცენტრი პირველია რეგიონში"-აცხადებს „პროგრეს ბანკის" გენერალური დირექტორი კონსტანტინე სულამანიძე
„პროგრეს ბანკის" ბათუმის სერვისცენტრი მოემსახურება, როგორც ფიზიკურ ასევე იურიდიულ პირებს და მათ სრულ საცალო და კორპორატიულ საბანკო მომსახურებას შესთვაზებს.