აჭარის მთავრობა, ბათუმში, კ. გამსახურდიას ქუჩა № 8/10-ში მდებარე 78,30 კვ.მ შენობა-ნაგებობებსა და მასზე მიმაგრებული 361 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს პირობებიან აუქციონზე ყიდის. ობიექტის საწყისი ღირებულება 455 ათასი ლარია და აუქციონი 25 ივნისისთვისაა ჩანიშნული. პირობების თანახმად, ინვესტორი ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებიდან 24 თვის ვადაში საკუთრებაში გადაცემულ მიწის ნაკვეთებზე მოაწყოს ავტოპარკინგი არანაკლებ 10 მანქანაზე, უზრუნველყოს ნაკვეთზე არსებული კომუნიკაციების და გათბობის ქვაბისათვის შესაბამისი ფართის გამოყოფა მისი ფუნქციური გამოყენების შენარჩუნებით და არაუგვიანეს 25 თვის ვადაში საქვაბისათვის გამოყოფილი ფართის აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემა