10 ივნისს 14:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო
დარბაზში გამოფენა "ნაცნობი უცნობი აღმოსავლეთი" გაიხსნება.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება თავისუფალი უნივერსიტეტის აზია-აფრიკის ინსტიტუტის სტუდენტების მიერ ჩინეთში, ირანში, იაპონიაში, სამხრეთ კორეაში, თურქეთსა და არაბულ ქვეყნებში სასწავლო პროგრამებით ყოფნისას გადაღებული ფოტოები. დამთვალიერებელი სრულიად ახლებურად დანახულ, აქამდე უცნობ აღმოსავლეთს აღმოაჩენს.
ერთდღიანი გამოფენის ორგანიზატორები საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა და თავისუფალი უნივერსიტეტი არიან.