ავსტრიული კომპანია "Gebruder Weiss" საქართველოში ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სფეროში ინვესტიციებს დააბანდებს.
კომპანიამ ქართულ ბაზარზე შემოსვლის აღსანიშნავად ოფიციალური ღონისძიება სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" გამართა. პრეზენტაციას პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი მატკავა, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები და კომპანიის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
ღონისძიებაზე მიწვეულებს "Gebruder Weiss"-ის საქმიანობისა და საქართველოში გეგმების შესახებ ინფორმაცია კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ვოლფრამ სინგერ ვაისმა და სამხრეთ-აღმოსავლეთ/CIS რეგიონალურმა მენეჯერმა ტომას მოზერმა გააცნეს.
მათი ინფორმაციით, კომპანიის ბრუნვა მილიარდ ევროს აჭარბებს და ევროპის წამყვან სატრანსპორტო და ლოგისტიკურ კომპანიებში ლიდერის პოზიციებზეა. "გებრუდერ ვაისის" საქმიანობის ძირითად სფეროს სახმელეთო ტრანსპორტი, საზღვაო და საჰაერო ტვირთების გადაზიდვა და ლოგისტიკა წარმოადგენს.
პრეზენტაციის დასასრულს "Gebruder Weiss LLC" და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შორის გაფორმდა შეთანხმება ურთიერთთანამშრომლობის შესახებ, რომელსაც „Gebruder Weiss" -ის მხრიდან ხელს მოაწერეს კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ალექსანდრე ხარლამოვმა და სამხრეთ-აღმოსავლეთ/CIS რეგიონალური მენეჯერი ტომას მოზერმა. დოკუმენტი საქართველოში გრძელვადიანი ინვესტიციების განხორციელებას, ლოგისტიკური ობიექტების მშენებლობასა და რეგიონალური საწარმოს "Gebruder Weiss LLC" დაფუძნებას ითვალისწინებს. საწარმო უზრუნველყოფს საამანათო, მათ შორის, სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო ტვირთების გადაზიდვისა და სხვა ლოგისტიკური სერვისებით მომსახურებას რეგიონში.
„ნიშანდობლივია , რომ ჩვენი შეხვედრა სწორედ „მეტეხში" ხდება. მოგეხსენებათ, სწორედ სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა იყო პირველი არამხოლოდ ავსტრიული, არამედ ერთ-ერთი პირველი უცხოური ინვესტიცია საქართველოში. გავიდა დრო და მზარდი ეკონომიკისთვის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებში, ლოგისტიკისა და ტრანსპორტირების მიმართულებებით, ავსტრიული კომპანია „გებრუდერ ვაისი" ინვესტიციას ახდენს და რეგიონული მნიშვნელობის ლოგისტიკურ და სასაწყობე ცენტრს ხსნის, რომელიც სამხრეთ კავკასიაში პირველია. ლოგისტიკური ინფრასტრუქტურების მასშტაბები, მისი ფუნქცია , ცენტრალური აზიის და ყაზახეთის მიმართულებითაც განვითარებას ითვალისწინებს. ეს იქნება ჰაბი, რომლებიც ამ ქვეყნებს მოემსახურება. TRUST COMES BEFORE BUSINESS - ეს არის „გებრუდერ ვაისის" სლოგანი. ნდობა პირველ რიგში - შემდეგ ბიზნესი . საქართველოს ენდობიან და სწამთ ჩვენი განვითარების, " - აღნიშნა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ალექსანდრე ხარლამოვმა.
მისივე განმარტებით, "რეგიონალური საწარმოს "Gebruder Weiss LLC" მეშვეობით კომპანია ქმნის სტრატეგიულად მნიშვნელოვან პლატფორმას კავკასიის რეგიონში, კერძოდ საქართველოში, რომელიც სტრატეგიული თვალსაზრისით გახდება მნიშვნელოვანი ცენტრი კავკასიასა და აზია - ევროპის წამყვან ბაზრებს შორის, რაც ჩვენი, უკვე არსებული კლიენტებისთვისაც მომგებიანი იქნება.
სამხრეთ-აღმოსავლეთ/CIS რეგიონალური მენეჯერის ტომას მოზერის განცხადებით, კომპანია სტრატეგიის ერთგული რჩება, რომელიც საწყის ეტაპზე..
მასალის გამოყენების პირობები