"უნიქარდმა" ბაზარზე ახალი შეთავაზება "უნიმანია" და "უნიტური" გამოიტანა, რომლის პრეზენტაციაც კომპანიის ხელმძღვანელობამ დღეს მოაწყო. როგორც "უნიქარდის" ხელმძღვანელი ბესო აბულაძე განმარტავს, ახალი პროდუქტებით სარგებლობა მომხმარებელისთვის საკმაოდ დაბალი ქულებით იქნება შესაძლებელი.
"უნიქარდი" თავის მომხმარებლებს ყოველთვის სიახლეებს სთავაზობს. ახალი შეთავაზება რაც ამ დროისთვის გვაქვს ეს არის "უნიმანია" და "უნიტური". "უნიმანიას" ფარგლებში "უნიქარდი" საკუთარ მომხმარებლებს ექსკლუზიურ შეთავაზებებს სთავაზობს წარმოუდგენლად დაბალი ქულებით, ესენია: დიდი ფასდაკლებები სავაჭრო და მომსახურების ობიექტებში; დიდი ფასდაკლებები კონკრეტულ პროდუქტებზე ან მომსახურეობებზე და კონკრეტული ნივთი ან მომსახურება უნიქარდის კატალოგიდან ექსკლუზიურად დაბალ ქულებად. უნიმანიას შეთავაზებები ყოველკვირეულად განახლდება და რაც მთავარია ეს შეთავაზებები დაიწყება 5 ქულიდან. რაც ნიშნავს იმას, რომ ამიერიდან აღნიშნული ექსკლუზიური შეთავაზებები ხელმისაწვდომი იქნება აბსოლუტურად ყველასათვის.
რაც შეეხება მეორე სიახლეს, ეს არის "უნიტურები". ჩვენ ჩვენს მომხმარებლებს ვთავაზობთ დასვენების სრულ პაკეტს, ანუ სასტუმრო, სამჯერადი კვება და რაც მთავარია ავიაბილეთი, ტრანსფერი. გვაქვს ასევე შიდა ტურები, რაც საკმაოდ პოპულარულია და ამ სერვისით ერთ თვეში უკვე 100-მდე მომხმარებელმა ისარგებლა. შიდა ტურების შეთავაზება 759 იწყება ქულიდან, თუმცა მომავალში დაემატება ტურები 300 ქულიდან, ხოლო საერთაშორისო ტურები დამოკიდებულია სეზონზე, ამ ეტაპზე ჩვენ გვაქვს 11 დღიანი სამოგზაურო ტურები ეგვიპტეში, ხუთვარსკვლავიან სასტუმროში, სამჯერადი კვებით, ავიაბილეთითა და ტრანსფერით, რომელიც 2888 ქულა ღირს"- აღნიშნა კომპანიის ხელმძღვანელმა.
"უნიმანიას" შეთავაზებების მიღება მომხმარებელს სხვადასხვა არხის საშუალებით შეეძლება: "უნიქარდის" სერვისცენტრში, სატელეფონო ცენტრის საშუალებით, ვებ გვერდის საშუალებით www.unimania.ge და აგრეთვე სმს-ით, რომელიც ინოვაციური სიახლეა.
"უნიქარდის" კატალოგი ყოველთვის მომხმარებლების ინტერესების გათვალისწინებით იქმნება. შესაბამისად, ემატება ახალი პროდუქცია და შეთავაზებები.
კომპანიაში განმარტავენ, რომ "უნიტურებში" მომხმარებლებს სხვადასხვა ტურისტულ პაკეტს სთავაზობენ სეზონის მიხედვით. უნიტურები უნიკალური და განხსვავებულია სხვა ტურებისგან განსაკუთრებული ფასით და უნიკალური ტურისტული პაკეტით.
"უნიტურები" რეგულარული ხასიათისაა და "უნიქარდის" ერთგულ მომხმარებლებს ყველა სეზონზე ექნებათ შესაძლებლობა ისარგებლონ განსაკუთრებული შეთავაზებით.
"უნიქარდმა" დღესვე უნიტურით-ეგვიპტეში მოგზაურობით დააჯილდოვა თავისი ერთ-ერთი მომხმარებელი ნინო ლაზარია, რომელმაც "უნიქარდის" მემილიონე საჩუქარი შეუკვეთა. მემილიონე საჩუქარი აღმოჩნდა ჯეოსელის სასაუბრო დრო.
როგორც "უნიქარდის" დირექტორი აცხადებს, ასევე დაჯილდოვდება მემილიონე ბარათის მფლობელი. ამჟამად, ბარათის მფლობელების რიცხვი 975 000-ს აღწევს. მემილიონე ბარათი ზაფხულში, სავარაუდოდ ივნისში ან ივლისში გაიცემა.
ბესო აბულაძის განმარტებით, "უნიქარდი" საქართველოში გეგმის მიხედვით ვითარდება და თბილისის შემდეგ აქცენტი უკვე რეგიონებზე კეთდება. აბულაძის თქმით, უახლოესი ორი წლის განმავლობაში კომპანიის ფილიალები საქართველოს ყველა ქალაქში იქნება გახსნილი.
უნივერსალური დაგროვებითი ბარათი "უნიქარდი", ბაზარზე 2010 წლის 7 აპრილს გამოჩნდა.
"უნიქარდის" მომხმარებლებს ქულების დაგროვება შეუძლიათ 200 პარტნიორი კომპანიის 1000-ზე მეტი ობიექტში. ბარათით სარგებლობა შესაძლებელია თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, მარნეულში, ყვარელსა და ახალციხეში. ქსელურ კომპანიებში ბარათი ტარდება მთელი საქართველოს მასშტაბით.