თურქულ კომპანია „NitroMaksnx"-ს, რომელიც მშვიდობიანი მიზნებისთვის გამოყენებად ფეთქებად ნივთიერებებს აწარმოებს
აჭარაში ინვესტიციის განხორციელება სურს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, კომპანიის, აჭარის სავაჭრ-სამრეწველო პალატისა და აჭარის ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ქობულეთის რაიონში მდებარე საპრივატიზაციო ობიექტი მოინახულეს, სადაც შესაძლებელი იქნება კომპანია NitroMaksnx-ის საწარმოს აშენება. თურქული კომპანიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში ისინი შეისწავლიან აღნიშნულ ობიექტს და შესაბამისად წარმოადგენენ კონკრეტულ ბიზნეს გეგმას
მასალის გამოყენების პირობები