ტექნიკის ბაზარზე ყველაზე დაბალი ფასებით წარმოდგენილი კომპანია “ტექნო ბუმი” ცხელი ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით მხოლოდ სამი დღით 8, 9, 10 ივნისს „გრილი ტექნიკის ფესტივალს“ მართავს.
მენეჯმენტის ინფორმაციით, ზაფხულის სეზონის აქტუალური ტექნიკის გამოფენა-გაყიდვა დიდი ფასდაკლებით სამი დღის განმავლობაში “ტექნო ბუმის” ყველა მაღაზიაში მოეწყობა.
ფესტივალში ყველა დასახელების გრილი ტექნიკაა ჩართული, მათ შორის: მსოფლიო ბრენდების მაცივრები, ვენტილატორები, დისპენსერები, კონდიციონერები, ასევე პირველად საქართველოში გრილი ტექნიკის გამოფენა-გაყიდვაზე ინოვაციური AIR WATER COOLER-ების და წყლის გასაფილტრი დოქების პრეზენტაცია გაიმართება, რომელიც მხოლოდ “ტექნო ბუმის” მაღაზიებში ვიქენდ-ფესტივალზე გაიყიდება.
კომპანიის ინფორმაციით, AIR WATER COOLER-ი მომხმარებელთა განსაკუთრებულ დაინტერესებას გამოიწვევს, რადგან ეს არის ინოვაციური პროდუქტი, რომელიც ჰაერს წყლის მეშვეობით აგრილებს. ის ეკოლოგიურად სუფთაა და მინიმალური ოდენობის ელექტროენერგიას ხარჯავს. ჰაერის გამაგრილებელი არ საჭიროებს მონტაჟს და მაქსიმალურად მოსახერხებელია როგორც ოთახის, ისე ეზოსა და აგარაკის პირობებში.
AIR WATER COOLER-ები შეზღუდული რაოდენობით გაიყიდება. ამიტომ მენეჯმენტის ცნობით, მომხმარებელმა ვიქენდით უნდა ისარგებლოს და გრილი ტექნიკის ფესტივალი არ გამოტოვოს.
გარდა ამისა, კომპანია ასევე ცხელი ზაფხულის გათვალისწინებით, გრილი ტექნიკის გამოფენა-გაყიდვის ფარგლებში მომხმარებელს კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს-წყლის გასაფილტრ დოქს წარუდგენს, რომელიც წყალს მძიმე ლითონებისგან ფილტრავს და მას ფტორით ამდიდრებს. აღნიშნული დოქის წყალობით, თქვენ ერთი ლიტრი სუფთა წყალი ერთი ლარის ნაცვლად მხოლოდ 3 თეთრი დაგიჯდებათ და ამით მნიშვნელოვან ფინანსურ დანაზოგს გააკეთებთ.
კომპანიის ინფორმაციით, აღმაშენებელის ხეივანში, მე-12 კილომეტრზე მდებარე “ტექნო ბუმის” ცენტრში “გრილი ტექნიკის ფესტივალი” ღია ცის ქვეშ დილის 8-ის ნახევარზე გაიხსნება, ყველა სტუმარს კი სიურპრიზები, გათამაშება, კიდევ უფრო მეტი სიგრილისთვის “ბარამბოს” ნაყინი, პრიზები და გასართობი შოუ ელის.
“გრილი ტექნიკის ფესტივალი” “ტექნო ბუმის” ყველა მაღაზიაში: თბილისში, გორში, ზესტაფონში, ქუთაისსა და ბათუმში სამი დღის მანძილზე გაგრძელდება და მომხმარებელი შეძლებს, ცხელ ზაფხულს საჭირო ტექნიკით მომზადებული შეხვდეს და ამავდროულად მნიშვნელოვანი დანაზოგი გააკეთოს.
მასალის გამოყენების პირობები