ზაფხული წელიწადის საუკეთესო დროა, როდესაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია აიხდინოს თავისი ოცნება დუბაის ინოვაციურ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია flydubai-სთან ერთად.
ავიაკომპანია flydubai, რომელმაც ბოლო სამი წლის განმავლობაში 29 ქვეყანა და მსოფლიოს 50-მდე ქალაქი მოიცვა ქართველ ტურისტებს ახალ, აქამდე მიუწვდომელ ტურისტულ მარშრუტებს სთავაზობს.
flydubai-ში აცხადებენ, რომ კომპანიის მთავარი მიზანია გაუმარტივოს კომპანიის მომხმარებლებს მგზავრობის პროცესი და საშუალება მისცეს ნებისმიერ მსურველს აღმოაჩინოს ახალი და საოცნებო ტურისტული ადგილები.
სწორედ flydubai-ს უკავშირდება ავიაინდუსტრიაში ტურიზმის განვითარება და მას ცენტრალურ აღმოსავლეთ აზიის ავიაგადამზიდავებს შორის ყველაზე დიდი ქსელი გააჩნია.
flydubai-ს გენერალური დისტრიბუტორი კომპანია „დუბაი ჯი" ქართველ მომხმარებლებს ახალ ეგზოტიკურ მიმართულებებს სთავაზობს. როგორც „დუბაი ჯი"-ს დირექტორი ლელა ხაჟალია აღნიშნავს, ავიაკომპანია flydubai-ს გაზრდილი რეისების რაოდენობა, რომელიც უკვე კვირაში სამჯერ სრულდება, კიდევ უფრო მეტი კომბინაციის საშუალებას იძლევა ნებისმიერი ტიპის მოგზაურობისათვის, იქნება ეს საქმიანი ვიზიტი თუ დასვენება.
"სხვადასხვა ტურისტულ მიმართულებებთან ერთად „დუბაი ჯი" ქართველ ტურისტებს ახალ - ეგზოტიკურ მიმართულებას ამჯერად შრი-ლანკას თავაზობს", - აცხადებს ლელა ხაჟალია.
კონტრასტების კუნძული, კულტურათა და ცივილიზაციათა სინთეზი, თანამედროვე ცხოვრების რიტმი აქ ჰარმონიურად ერწყმის საოცარ და განსაკუთრებულ სიმშვიდეს.
ავიაკომპანია flydubai დუბაიდან კოლომბოს მიმართულებით კვირაში 7 რეისს ასრულებს. ეგზოტიკურ კუნძულზე მოგზაურობის მსურველებს, რომელსაც 1972 წლამდე ცეილონი ერქვა, „დუბაი ჯი" მოსახერხებელ და ხელსაყრელ პირობებს სთავაზობს.
"ჩვენი კომპანია მუდმივად ცდოლობს ახალი მიმართულებები შესთავაზოს მომხარებელს. შრი-ლანკა კი ნამდვილად გასაკუთრებული მარშრუტია. მიმართულება მომხიბვლელია მათთვის ვისაც იზიდავს აზიური კულტურა, ეგზოტიკა და სიმწვანე შერწყმული თანამედროვე სასტუმროებთან და მომსახურეობის უმაღლეს ხარისხთან. მიმართულება ძალიან საინტერესო ნებისმიერი ტიპის დასვენების მოყვარულთათვის" - აცხადებს ლელა ხაჟალია.
მისივე თქმით, კუნძულზე სადაც მთელი წლის განმავლობაში ერთნაირი ტემპერატურა - 32-35 გრადუსია, კიდევ უფრო ზრდის ინდოეთის ოკეანის სანაპიროზე დასვენების ხიბლს. რაც მთავარია „დუბაი ჯი"-ში ცხადებენ, რომ ისინი მაქსიმალურად ზრუნავენ თითოეული მომხარებელზე, რათა მათ სასურველი პაკეტი მისაღებ ფასად შესთავაზონ. მით უფრო რომ შრი-ლანკას მიმართულება საკმაოდ იაფია.
უნდა აღინიშნოს, რომ შრი-ლანკის ტურთან ერთად „დუბაი ჯი" დამსვენებლებს, მათთვის ვისაც უყვარს კონტრასტები, დუბაის ტურსაც სთავაზობენ. კომპანიაში აცხადებენ, რომ მოგზაურობის დაგეგმვა შესაძლებელია ნებისმიერი დღეების კომბინაციით. ამასთან ერთად კომპანია „დუბაი ჯის" წარმომადგენლები თავად ზრუნავენ სავიზო პროცედურის მოგვარებაზე, რაც უფრო მეტ ხიბლსა და კომფორტს სძენს ნანატრ მოგზაურობას.
”ჯი-ეიჩ-ენი”, ანნი მირცხულავა