ავიაკომპანია Lufthansa 2016 წლის ბოლომდე მხოლოდ ავიაპარკის განახლებისთვის 17 მლნ ევროს ინვესტიციას განახორციელებს. აღნიშნული თანხით ავიაკომპანია დამატებით 168 თვითმფრინავს შეიძენს. იმავდროულად, Lufthansa 3 მლნ ევროს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე დახარჯავს.
აღსანიშნავია, რომ Lufthansa ავიაკომპანიებს შორის ნომერი პირველი ინვესტორია, რადგანაც ავიაკომპანია უახლოესი 2 წლის განმავლობაში ბერლინ-ბრანდერბურგის აეროპორტში 60 მლნ ევროს ინვესტიციას განახორციელებს.
მასალის გამოყენების პირობები