დღეს, 7 ივნისს, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება თემქის XI მიკრორაიონის I და II კვარტლების, მუხიანის I და IVბ მიკრორაიონების მცხოვრებლებს.
10:00-იდან 14:00 საათამდე დენი გაეთიშება ვაკის რაიონის ნაწილს, კერძოდ, დაბა წყნეთის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს. ასევე, მთაწმინდის რაიონის ნაწილს - რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.
10:00-იდან 16:00 საათამდე გლდანის ხევის დასახლების მცხოვრებლებს. 10:00-იდან 17:00 საათამდე კი ისნის რაიონის ნაწილს - იორის, პატარძეულის, დოლაბაურის, ჩოლოყაშვილის, ლერწმის, მანავის და მიმდებარე ქუჩების მცხოვრებლებს.
10:00-დან 18:00 საათამდე ნაძალადევის რაიონის ნაწილს - ხორნაბუჯის, გუდამაყრის, ბეჟანიშვილის, ცოტნე დადიანის, მექანიზაციის, ლომთათიძის, იმერეთის, ბენდელიანის, დიდი ჯიხაიშის, სამღერეთის, ზაქარაიას და მიმდებარე ქუჩების მცხოვრებლებს. სამგორის რაიონის ნაწილს - კახეთის გზატკეცილის, ვარკეთილის მასივი ზემო პლატოს II მიკრორაიონის, საქნავთობის დასახლების, ქაიროს, ქინძმარაულის, გახოკიძის, ბერიაშვილის და მიმდებარე ქუჩების მცხოვრებლებს. საბურთალოს რაიონის ნაწილს - აღმაშენებლის ხეივნის მე-12 და მე-13 კილომეტრის, დიდი დიღმის III და IV მიკრორაიონების, პეტრიწის, დოლიძის, ბალანჩივაძის, ჩიქოვანის, ბაკურციხის, ლიხაურის და მიმდებარე ქუჩების მცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოს დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.