2012 წლის ოქტომბრიდან flydubai-ს ქსელს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის 10 ქვეყნის 15 ქალაქი დაემატება
რუმინეთის დედაქალაქი ბუქარესტი და მაკედონიის რესპუბლიკის დედაქალაქი სკოპიე (ყოფილი იუგოსლავიის მაკედონია) ყველაზე ინოვაციური და დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის ახალი მიმართულებებია.
ამ ახალი მიმართულებების დამატებით flydubai ცენტრალური აღმოსავლეთის საუკეთესო ავიაგადამზიდავის ტიტულს კიდევ უფრო გაიმყარებს. 2009 წლის ნოემბერში flydubai-მ აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში დაიწყო ოპერირება. ამის შემდეგ ავიაკომპანიამ რეგიონის საკვანძო მიმართულებები სომხეთი, საქართველო,ყირგიზეთი, რუსეთი,სერბია, თურქმენეთი და უკრაინა მალევე დაიმატა. ბელგრადში, ხარკოვსა და დონეცკში კი დუბაიდან მხოლოდ flydubai დაფრინავს.
ავიაკომპანიის ახალი რეისები ბუქარესტისა და სკოპიეს მიმართულებით საშუალებას მისცემს მგზავრებს გაერთიანებული არაბეთის საემიროებიდან დაბალი ტარიფებით იმოგზაურონ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის კიდევ ორი მნიშვნელოვანი მიმართულებით.
flydubai 2012 წლის პირველი ოქტომბრიდან ბუქარესტის მიმართულებით კვირაში 3 რეისს შეასრულებს. სკოპიეს მიმართულებით ავიაკომპანია ფრენებს 18 ოქტომბრიდან კვირაში ორჯერ შეასრულებს.
flydubai-ს აღმასრულებელი დირექტორი გაიტ ალ გაიტი ამბობს: ორი ახალი მიმართულების დამატებით ჩვენი კომპანია ერთგულად განაგძობს ცენტრალური აღმოსავლეთით და დუბაისთვის ახალი მიმართულებებით ქსელის გაფართოებას. ამ სიახლეებით ჩვენ ვთავაზობთ მომხმარებლებს მოგზაურობის მეტ არჩევანს და ვაჭრობას მეტ ახალ შესაძლებლობებს. ამას გარდა ჩვენ საკმაოდ ბევრ რუმინელ და მაკედონიელ ემიგრანტს სამშობლოსთან იოლი და ხელმისაწყდომი კაშირით ვუზრუნველყოფთ.
მაკედონიის რესპუბლიკის სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს წარმომადგენელი აცხადებს: საზღვარგარეთ მცხოვრები ძალიან ბევრი მაკედონელისთვის გაერთიანებული არაბეთის საემიროები გასასვლელ კარიბჭეს წარმოადგენს ცენტრალურ-აღმოსავლეთ აზიისა და უფრო შორეული ქვეყნებისთვის. flydubai-ს ახალი რეისები ამ ქვეყნებში მოგზაურობას უფრო იაფსა და ხელსაყრელს გახდის.
რუმინეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენელი აცხადებს: ჩვენი ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია ავიაციის სფეროს განვითარება. ახალი ავიაკომპანიების შემოსვლა ჩვენს ქვეყანაში ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს. მითუმეტეს მნიშვნელოვანია ჩვენს ქვეყანაში ისეთი მაღალხარისხიანი ავიაკომპანიის სემოსვლა როგორიც არის flydubai. შემიძლია დარწმუნებით ვთქვა რომ flydbubai-ს შემოსვლა ჩვენს ბაზარზე ორ ქვეყანას შორის მიმოსვლას მნიშვნელოვნად გაზრდის.