ოთხი წლის განმავლობაში სალიცენზიო ბლოკებზე საძიებო სამუშაოში 110 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია ჩაიდება. ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ინფორმაციით, სსიპ "ბუნებრივი რესურსების სააგენტოში" XIH, XIM, XIN და XIV სალიცენზიო ბლოკებზე ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის მოსაპოვებლად ღია საერთაშორისო ტენდერი 5 ივნისს გაიმართა.
ტენდერში ქართულ-ბრიტანული ნავთობკომპანია "ნავთობის საერთაშორისო კონსორციუმი" და შპს "ELENILTO GEORGIA" მონაწილეობდა.
"ნავთობის საერთაშორისო კონსორციუმმა" განაცხადი XIH, XIM და XIN სალიცენზიო ბლოკზე წარადგინა, ხოლო "ELENILTO GEORGIA" მხოლოდ XIH სალიცენზიო ბლოკზე ლიცენზიის მოსაპოვებლად გამართულ ტენდერში მონაწილეობდა. XIV სალიცენზიო ბლოკზე განაცხადები არ შესულა.
ხელმოწერის ბონუსი სამივე ბლოკზე სულ 1,596 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, ოთხი წლის განმავლობაში სალიცენზიო ბლოკებზე საძიებო სამუშაოში 110 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია ჩაიდება.