ბანკი "რესპუბლიკა" აგრძელებს იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოსთან თანამშრომლობის ტრადიციას. ხვალ, 7 ივნისს, "მოქალაქეობრივი მოვალეობის კვირეულის" ფარგლებში, ბანკის სათავო ოფისში თანამშრომლები ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად სისხლს გაიღებენ. გარდა ამისა, ბანკი საავადმყოფოს ფულად დახმარებასაც გაუწევს.
"სისხლის დონორობა მოქალაქეთა კეთილი ნების გამოხატულებაა. ბანკ "რესპუბლიკის" თანამშრომლები ღონისძიებაში დიდი ენთუზიაზმით მონაწილეობენ. ჩვენი რეგულარული აქციებით ვცდილობთ, ხელიშევუწყოთ საზოგადოების გააქტიურებას და ჩვენს ქვეყანაში სისხლის დეფიციტის აღმოფხვრას", - აცხადებს თეიკო კანდელაკი, ბანკ "რესპუბლიკის" კორპორაციული კომუნიკაციის დეპარტამენტის უფროსი.
სოციალური პასუხისმგებლობა ბანკ „რესპუბლიკის" ყოველდღიური საქმიანობის
განუყოფელი ნაწილია. უკვე რამდენიმე წელია, ჯგუფ "სოსიეტე ჟენერალის"
პოლიტიკის თანახმად, ბანკი "მოქალაქეობრივი მოვალეობის კვირეულს" მართავს,
რომლის მიზანია სოციალურად სასარგებლო ღონისძიებების განხორციელება და
ფიზიკური, მორალური და ფინანსური თანადგომა მათთვის, ვისაც ეს ყველაზე მეტად
სჭირდება.