"უნიქარდის" საკუთარ მომხმარებელს ახალ შეთავაზევბას უკეტებს - "უნიმანია" და "უნიტური"- რომლის პრეზენტაცია, ხვალ 7 ივნისს 12:00 საათზე თამარ მეფის #8-ში განტავსებულ "უნიქარდის" სერვისცენტრში გაიმართება.
"უნიმანია" "უნიქარდის" ახალ პროდუქტია, რომელიც გულისხმობს მომხმარებლებისთვის ყოველკვირეულ ექსკლუზიურ შეთავაზებებს წარმოუდგენლად დაბალი ქულებით: დიდი ფასდაკლებები სავაჭრო და მომსახურების ობიექტებში; დიდი ფასდაკლებები კონკრეტულ პროდუქტებზე ან მომსახურეობებზე; საუკეთესო შეთავაზებები უნიქარდის კატალოგის ნივთებზე და მომსახურეობებზე. რაც მთავარია ეს ყველაფერი წარმოუდგენლად დაბალი ქულებით!
მომხმარებლები "უნიმანიასგან" შეთავაზებების ფართო არჩევანს მიიღებენ, სადაც "უნიქარდის" ყველა მფლობელი შეძლებს შეარჩიოს მისთვის სასურველი პროდუქცია, ან მომსახურება. დიდი ფასდაკლებების შეძენა შესაძლებელია მხოლოდ 10 ქულიდან.
"უნიმანიას" შეთავაზებების მიღება მომხმარებელს სხვადასხვა არხების საშუალებით შეეძლება: "უნიქარდის" სერვის-ცენტრში, სატელეფონო ცენტრის საშუალებით და სიახლის სახით მომხმარებლები სმს-ის საშუალებითაც შეძლებს უნიმანიას შეთავაზების შეძენას.
კიდევ ერთი სიახლე, "უნიქარდი" მომხმარებლებს მუდმივად სთავაზობს სიახლეებს და საინტერესო აქციებს. "უნიქარდის" კატალოგი ყოველთვის მომხმარებლების ინტერესების გათვალისწინებით იქმნება. შესაბამისად ემატება ახალი პროდუქცია და შეთავაზებები. სწორედ ასეთი შეთავაზებაა "უნიტური". "უნიტურებით" უკვე 36-მა მომხმარებელმა ისარგებლა.
კომპანიაში განმარტავენ, რომ "უნიტურებში" მომხმარებლებს ვთავაზობთ სხვადასხვა ტურისტულ პაკეტს სეზონის მიხედვით. უნიტურები უნიკალური და განხსვავებულია სხვა ტურებისაგან განსაკუთრებული ფასით და უნიკალური ტურისტული პაკეტით.
"უნიქარდის" მფლობელებს შესაძლებლობა აქვთ დაისვენონ ეგვიპტეში 5776-ის ნაცვლად, სულ რაღაც 2888 ქულად. ეგვიპტის ტურისტულ პაკეტში შედის 5*-იანი სასტუმრო (სამჯერადი კვებით-all inclusive) 11 დღე+ავიაბილეთი+ ტრანსფერი.
ასევე შაბათ-კვირა გაატარონ ყვარლის ტბაზე, თელავში ან სიღნაღში წარმოუდგენლად დაბალი ქულებით.
"უნიტურები" რეგულარული ხასიათისაა და "უნიქარდის" ერთგულ მომხმარებლებს ყველა სეზონზე ექნებათ შესაძლებლობა ისარგებლონ განსაკუთრებული შეთავაზებით.
იმავდროულად, "უნიქარდმა" გადაწყვიტა დააჯილდოვოს ადამიანი, რომელმაც შეუკვეთა მემილიონე საჩუქარი. მისთვის საჩუქარი იქნება სიურპრიზი და6 ივნისს დაგეგმილ პრესკონფერენციაზე გადაეცემა.
ასევე დაჯილდოვდება მემილიონე ბარათის მფლობელი. ამჟამად, ბარათის მლობელების რიცხვი 975 000-ს აღწევს. მემილიონე ბარათი ზაფხულში, სავარაუდოდ ივნისში ან ივლისში გაიცემა. "უნიტური" გადაეცემა საჩუქრად მემილიონე მომხმარებელსაც.
უნივერსალური დაგროვებითი ბარათი- "უნიქარდი", ბაზარზე 2010 წლის 7 აპრილს გამოჩნდა.
"უნიქარდის" მომხმარებლებს ქულების დაგროვება შეუძლიათ 200 პარტნიორი კომპანიის 1000-ზე მეტი ობიექტში. ბარათით სარგებლობა შესაძლებელია თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, მარნეულში, ყვარელსა და ახალციხეში. ქსელურ კომპანიებში ბარათი ტარდება მთელი საქართველოს მასშტაბით.