კომპანიიის მენეჯმენტი ოლიმპიური ვარსკვლავის მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება. დექსუსისთვის მიუღებელი და ცილისმწამებლურია ის განცხადებები, რომელიც ოლიმპიური ვარსკვლავის პრეზიდენტმა, ზაზა რაზიკაშვილმა დექსუსის მისამართით გააკეთა. რაზიკაშვილის განცხადებით, დექსუსის წარმომადგენლები მას დაჭერით ემუქრებოდნენ, ობიექტზე მისი ნებართვის გარეშე შედიოდნენ და აღწერით სამუშაოებს ასრულებდნენ. ოლიმპიური ვარსკვლავი დექსუსის გასაყიდი ობიექტების სიაში იყო შეყვანილი. საპროტესტო აქცია კი, რომელიც კომპანია ოლიმპიურ ვარსკვალვთან მოეწყო, საქალაქო სასამართლოს მთავარი მენეჯერის ვანო ზარდიაშვილის მიერ იყო მოწყობილი, რომელიც სასამართლოში დექსუსის საქმეებს ლობირებს.
„სრული პასუხისმგელობით ვაცხადებთ, რომ ოლიმპიური ვარსკვლავის პრეზიდენტის, ზაზა რაზიკაშვილის მიერ გავრცელებული განცხადება, წარმოადგენს სიცრუეს და არ შეესააბამება სინამდვილეს. დექსუსის მხრიდან, მსგავსი სახის ქმედებებსა და განცხადებებს ადგილი არასდროს ჰქონია. ჩვენ ვადასტურებთ, რომ ამ პროექტთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მართლაც მიმდინარეობდა, რადგან დექსუსის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს გაჩერებული მშენებლობების დასრულება, რომელთა დიდი ნაწილი არასწორი მართვის შედეგადაა გაყინული. ამ ეტაპზე, დექსუსი ახორციელებს გაკოტრების პირამდე მისული კომპანიების ცენტრ პოინტისა და ვალენსიას პროექტების რეაბილიტაციას. კრიზისულ მდგომარეობაში მყოფ კომპანიებთან დექსუსი ეხლაც აწარმოებს მოლაპარაკებებს, შესამაბისად, მსგავსი პროექტებით დაინტერესება დექსუსის საქმიანობის ძირითად სფეროს წარმოადგენს.
ცილისმწამებლური განცხადებებისთვის, ჩვენ ვითხოვთ, კომპანია ოლიმპიური ვარსკვალვისგან საჯაროდ ბოდიშის მოხდას. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოვახდენთ მკაცრ სამართლებრივ რეაგირებას.