ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერა ქობალიამ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის რეგიონულ შეხვედრაში, მიიღო მონაწილეობა, რომელიც წელს პირველად სტამბულში ჩატარდა.
ფორუმზე საქართველო თურქეთთან ერთად მოხსენიებული იყო როგორც წარმატებული ანტიკრიზისული ეკონომიკური პოლიტიკის გამტარებელი ქვეყანა.
თურქეთში ვიზიტის ფარგლებში ვერა ქობალია თურქეთის ეკონომიკის მინისტრს შეხვდა.
მინისტრებმა შეხვედრაზე ისაუბრეს ბიზნეს-ფორუმზე რომელიც 9 ივნისს თურქეთის ქალაქ ყარსში ჩატარდება. ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის საქმიანი წრეების წარმომადგენლები.