საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურისა და შვედეთის სტატისტიკის ერთობლივი პროექტის ფარგლებში 4 ივნისიდან 8 ივნისის ჩათვლით მიმდინარეობს შვედი ექსპერტების ვიზიტი საქსტატის ერონვული ანგარიშების სამმართველოში.
აღნიშნული მისია რიგით მესამეა ეროვნული ანგარიშების სამმართველოს თანამშრომლებისათვის. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია წინა ორი მისიის ფარგლებში მიღებული რეკომენდაციების შეჯამება, განვლილი შეხვედრების შედეგების განხილვა. მისიის მსვლელობისას დაგეგმილია მუშაობის გაგრძელება ეროვნული ანგარიშების მეთოდოლოგიის საკითხებზეც.
საქსტატსა და შვედეთის სტატისტიკას შორის 3-წლიანი თანამშრომლობის პროექტის ფარგლებში შვედეთის სტატისტიკა საქსტატს ტექნიკურ დახმარებას უწევს ინფლაციის, მთლიანი შიდა პროდუქტის, თანამშრომელთა ტრენინგის, და სხვა ძირითადი სტატისტიკური კომპონენტების ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით. პროექტის ბიუჯეტი 4 მილიონი ლარის ექვივალენტს შეადგენს შვედურ კრონებში და მთლიანად დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) მიერ.