Google-ი ინტერნეტსერვის Meebo-ს ყიდულობს. ეს უკანასკნელი კი საშუალებას აძლევს სხვადასხვა სოციალურ ქსელს მისი სერვისით ისარგებლონ.
გარიგების კონკრეტული დეტალები უცნობია, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, Google-ი Meebo-ს 100 მლნ დოლარად ყიდულობს.
ამ დროისთვის Meebo-ს ვებგვერდით შესაძლებელია ერთდროულად სარგებლობა შემდეგი სოციალური ქსელებით: MSN, Google Talk, Jabber, Facebook, ICQ , Yahoo Messinger და სხვა.