რუსეთის ფედერალურმა ბანკმა რუბლის კურსის შესანარჩუნებლად ბოლო სამი დღის განმავლობაში 600 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა.
რუსეთის ბანკის თავმჯდომარემ სერგეი იგნატიევმა, განაცხადა, რომ ბანკი დღეში საშუალოდ 200 მილიონს ყიდდა.
"რუბლის შემდგომი დინამიკა დამოკიდებული იქნება ნავთობის ფასზე", - განაცხადა იგნატიევმა და დასძინა, რომ "თუ ნავთობის ფასის ვარდნა შეჩერდება, სავარაუდოდ, გამყარდება რუბლიც. თუ გაგრძელდება ვარდნა, შესაძლებელია, მაგრამ ეს გარდაუვალი არ არის, გაგრძელდება რუბლის დასუსტება".
შეგახხსნებთ, რომ გუშინ, რუბლმა რამდენიმე დღიანი ვარდნის შემდეგ გამყარება დაიწყო. 31 მაისს დოლარის კურსმა 33,0048 რუბლი შეადგინა, რითაც ეს მაჩვენებელი 2009 წლის ივნისის მაქსიმუმს (33,1950) მიუახლოვდა.