6 ივნისს, 19.00 საათზე სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში" 500 წლიანი ისტორიის მქონე ავსტრიული კომპანია „Gebruder Weiss"ქართულ ბაზარზე შემოსვლის აღსანიშნავად ოფიციალურ პრეზენტაციას გამართავs.
სატრანსპორტო და ლოგისტიკური კომპანიის ისტორიისა და საქმიანობის შესახებ ინფორმაციას აუდიტორიას კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ვოლფრამ სინგერ ვაისი და სამხრეთ-აღმოსავლეთ/CIS რეგიონალური მენეჯერი ტომას მოზერი გააცნობენ.
„გებრუდერ ვაისი" 5 საუკუნის განმავლობაში ვაისების ოჯახის საკუთრებაში მყოფი ოჯახური ფირმაა. კომპანიის ბრუნვა მილიარდ ევროს აჭარბებს და ევროპის წამყვანი სატრანსპორტო და ლოგისტიკურ კომპანიებში ლიდერის პოზიციებზეა. „გებრუდერ ვაისის" საქმიანობის ძირითად სფეროს სახმელეთო ტრანსპორტი, საზღვაო და საჰაერო ტვირთების გადაზიდვა და ლოგისტიკა წარმოადგენს.
პრეზენტაციას დაესწრებიან პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე,ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი მატკავა da მსხვილი კომპანიების, დიპლომატიური კორპუსისა და ბიზნესის სექტორის 150-მდე წარმომადგენელი.
პრეზენტაციის დასასრულს "Gebruder Weiss LLC" და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინiსტროს შორის გაფორმდება შეთანხმება ურთიერთთანამშრომლობის შესახებ, რომელსაც „Gebruder Weiss"-ის მხრიდან ხელს მოაწერენ კომპანიის გენერალური დირექტორი ალექსანდრე ხარლამოვი და სამხრეთ-აღმოსავლეთ/CIS რეგიონალური მენეჯერი ტომას მოზერი. ურთიერთთანამშრომლობა საქართველოში გრძელვადიანი ინვესტიციების განხორციელებას, ლოგისტიკური ობიექტების მშენებლობასა და რეგიონალური საწარმოს „Gebruder Weiss LLC" დაფუძნებას ითვალისწინებს. საწარმო უზრუნველყოფს საამანათო, მათ შორის, სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო ტვირთების გადაზიდვისა და სხვა ლოგისტიკური სერვისებით მომსახურებას რეგიონში.
„Gebruder Weiss"ქართულ ბაზარზე შემოსვლით აძლიერებს თავის რეგიონალურ ორგანიზაციას და ავითარებს ბიზნესს კავკასიის რეგიონში, ე.წ „Stan"ქვეყნებში.
„რეგიონალური საწარმოს „Gebruder Weiss LLC" მეშვეობით ჩვენ ვქმნით სტრატეგიულად მნიშვნელოვან პლატფორმას კავკასიის რეგიონში, რომელიც სტრატეგიული თვალსაზრისით გახდება მნიშვნელოვანი პლატფორმა კავკასიასა და აზია - ევროპის წამყვან ბაზრებს შორის, რაც ჩვენი, უკვე არსებული კლიენტებისთვისაც მომგებიანი იქნება," - განაცხადა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ვოლფრამ სინგერ ვაისმა.
„საქართველოში ორგანიზაციის დაფუძნება პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ამავე დროს, „Gebruder Weiss" კომპანიის სტრატეგიის ერთგული რჩება, რომელიც საწყის ეტაპზე ახალი ბაზრების გაჩენას ითვალისწინებს და სულ მალე ჩვენს მიერ აშენებული ლოგისტიკური ობიექტები კავაკასიის რეგიონის ცენტრად იქცევა," - აღნიშნა ტომას მოზერმა.
„გებრუდერ ვაისის" საკუთრებაშია 158 ფილიალი ავსტრიაში, გერმანიაში, შვეიცარიაში, იტალიაში, უნგრეთში, ჩეხეთში,სლოვაკეთში, ხორვატიაში,სერბეთში, რუმინეთში,აშშ-ში, იაპონიაში და სხვა. "გებრუდერ ვაისის" პარტნიორს საქართველოში წარმოადგენს კომპანია „თეგეტა მოტორსი".
ძირითადი საქმიანობის გარდა , კომპანია და „Gebruder Weiss Holding AG" -ის ქოლგის ქვეშ გაერთიანებული მისი ფილიალები მრავალფეროვან სერვისებსსთავაზობენმომხმარებელს. მრავალფეროვანი სერვისები ჯგუფს შესაძლებლობას აძლევს სწრაფად და მოქნილად დააკმაყოფილოს მომხმარებლის საჭირობები. ქართულ ბაზარზე შემოსვლით კომპანია კიდევ უფრო აძლიერებს რეგიონალურ ორგანიზაციასა და ავითარებს ბიზნესს კავკასიის რეგიონშიც. სტრატეგიული თვალსაზრისით რეგიონალური ცენტრი გახდება მნიშვნელოვანი პლატფორმა კავკასიასა და აზია- ევროპის ბაზრებს შორის.