I კვარტალში საწარმოთა მიერ განხორციელებულმა მთლიანმა ინვესტიციებმა ფიქსირებულ აქტივებში 129,0 მილიონი ლარი შეადგინა, რაც საწარმოთა ზომის მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება: მსხვილი ბიზნესი - 89,4 პროცენტი, საშუალო ბიზნესი - 3,0 პროცენტი, მცირე ბიზნესი - 7,6 პროცენტი.
"საქსტატის" ინფორმაციით, საწარმოებში დასაქმებულთა მთლიანმა რაოდენობამ 470.0 ათასი კაცი შეადგინა, რომელთაგან 38,8 პროცენტი ქალია, ხოლო 61,2 პროცენტი - კაცი. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობა საწარმოს ზომის მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება: მსხვილი ბიზნესი - 56.3 პროცენტი, საშუალო ბიზნესი - 11.6 პროცენტი, მცირე ბიზნესი - 32.1 პროცენტი.
"საქსტატში" აღნიშნავენ, რომ მსგავსი ტენდენციაა ცალკეული სქესის მიხედვით დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის საწარმოს ზომის მიხედვით განაწილებაშიც: ქალები; მსხვილი ბიზნესი - 50.7 პროცენტი, საშუალო ბიზნესი - 11.0 პროცენტი, მცირე ბიზნესი - 38.3 პროცენტი.
კაცები; მსხვილი ბიზნესი - 59.9 პროცენტი, საშუალო ბიზნესი - 11.9 პროცენტი, მცირე ბიზნესი - 28.2 პროცენტი.