6 ივნისს, 19:00 საათზე სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში" 500 წლიანი ისტორიის მქონე ავსტრიული კომპანია „Gebruder Weiss" ქართულ ბაზარზე შემოსვლის აღსანიშნავად ოფიციალურ პრეზენტაციას გამართავs.
სატრანსპორტო და ლოგისტიკური კომპანიის ისტორიასა და საქმიანობის შესახებ ინფორმაციას აუდიტორიას კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ვოლფრამ სინგერ ვაისი და სამხრეთ-აღმოსავლეთ/CIS რეგიონალური მენეჯერი ტომას მოზერი გააცნობენ.
პრეზენტაციას დაესწრებიან პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი მატკავა da მსხვილი კომპანიების, დიპლომატიური კორპუსისა და ბიზნესის სექტორის 150-მდე წარმომადგენელი.
პრეზენტაციის დასასრულს "Gebruder Weiss LLC" და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შორის გაფორმდება შეთანხმება ურთიერთთანამშრომლობის შესახებ.
„გებრუდერ ვაისის" საკუთრებაშია 158 ფილიალი ავსტრიაში, გერმანიაში, შვეიცარიაში, იტალიაში, უნგრეთში, ჩეხეთში, სლოვაკეთში, ხორვატიაში, სერბეთში, რუმინეთში, აშშ-ში, იაპონიაში და სხვა. "გებრუდერ ვაისის" პარტნიორს საქართველოში წარმოადგენს კომპანია „თეგეტა მოტორსი".
ძირითადი საქმიანობის გარდა, კომპანია და „Gebruder Weiss Holding AG"-ის ქოლგის ქვეშ გაერთიანებული მისი ფილიალები მრავალფეროვან სერვისებს სთავაზობენ მომხმარებელს. მრავალფეროვანი სერვისები ჯგუფს შესაძლებლობას აძლევს სწრაფად და მოქნილად დააკმაყოფილოს მომხმარებლის საჭირობები.