"საქსტატის" 1 კვარტალის მონაცემებით, დასაქმებულთა რაოდენობას, საქმიანობის სახეების მიხედვით დასაქმებულთა მთლიან რაოდენობაში პრევალირებენ „ვაჭრობა; ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტი" და სხვა სექტორები შემდეგი თანმიმდევრობით: „ვაჭრობა; ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტი" - 21.8 პროცენტი, „დამამუშავებელი მრეწველობა" - 16.6 პროცენტი, „ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა" - 11.5 პროცენტი, „ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება" - 10.4 პროცენტი, „მშენებლობა" - 10.0 პროცენტი.
განსხვავებული ტენდენციაა ცალკეული სქესის მიხედვით დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის საქმიანობის სახეების მიხედვით განაწილებაში:
თუმცა დასაქმებულ ქალთა მთლიან რაოდენობაშიც პრევალირებენ „ვაჭრობა; ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტი" და სხვა სექტორები შემდეგი თანმიმდევრობით: „ვაჭრობა; ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტი" - 25.2 პროცენტი, „ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება" - 19.7 პროცენტი, „დამამუშავებელი მრეწველობა" - 13.8 პროცენტი, „ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა" - 8.0 პროცენტი. „განათლება - 7.7 პროცენტი;
დასაქმებულ კაცთა მთლიან რაოდენობაში კი პრევალირებენ „ვაჭრობა; ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტი" და სხვა სექტორები შემდეგი თანმიმდევრობით:
„ვაჭრობა; ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტი" - 19.7 პროცენტი, „დამამუშავებელი მრეწველობა" - 18.3 პროცენტი, „მშენებლობა" - 15.1 პროცენტი, „ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა" - 14.1 პროცენტი, „ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა" - 9.9
პროცენტი.
რეგიონების მიხედვით მთლიან ბრუნვაში პრევალირებენ ქ. თბილისი და სხვა რეგიონები შემდეგი თანმიმდევრობით: ქ. თბილისი - 73.8 პროცენტი, ქვემო ქართლი - 6.9 პროცენტი, იმერეთი - 4.7 პროცენტი, აჭარის ა.რ. - 4.6 პროცენტი, სამეგრელო-ზემო სვანეთი - 3.6 პროცენტი.
რეგიონების მიხედვით პროდუქციის მთლიან გამოშვებაში პრევალირებენ კვლავ ქ. თბილისი და სხვა რეგიონები შემდეგი თანმიმდევრობით: ქ. თბილისი - 65.0 პროცენტი, ქვემო ქართლი - 11.7 პროცენტი, იმერეთი - 5.4 პროცენტი, აჭარის ა.რ. - 5.3 პროცენტი, სამეგრელო-ზემო სვანეთი - 4.7 პროცენტი.
რაც შეეხება დასაქმებულთა რაოდენობას, რეგიონების მიხედვით დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის განაწილება ხასიათდება შემდეგი თანმიმდევრობით: ქ. თბილისი - 57,8 პროცენტი, იმერეთი - 8.5 პროცენტი, ქვემო ქართლი - 7,6 პროცენტი, აჭარის ა.რ. - 7,2 პროცენტი, სამეგრელო-ზემო სვანეთი - 6,9 პროცენტი.
მცირედ განსხვავებული ტენდენციაა ცალკეული სქესის მიხედვით დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის რეგიონების მიხედვით განაწილებაში:
დასაქმებული ქალები: ქ. თბილისი - 58.6 პროცენტი, იმერეთი - 8.1 პროცენტი,
სამეგრელო-ზემო სვანეთი - 7.3 პროცენტი. აჭარის ა.რ. - 7.0 პროცენტი, ქვემო ქართლი - 6.8 პროცენტი. დასაქმებული კაცები: ქ.თბილისი - 57.3 პროცენტი, იმერეთი - 8.7 პროცენტი, ქვემო ქართლი - 8.2 პროცენტი, აჭარის ა.რ. - 7.4 პროცენტი, სამეგრელო-ზემო სვანეთი - 6.7 პროცენტი.