I კვარტალში საწარმოებში დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 445.6 ათასი კაცი შეადგინა, რომელთაგან 39.5 პროცენტი ქალია, ხოლო 60.5 პროცენტი - კაცი. დაქირავებულთა მთლიანი რაოდენობა საწარმოს ზომის მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება: მსხვილი ბიზნესი - 58.9 პროცენტი, საშუალო ბიზნესი - 11.6 პროცენტი, მცირე ბიზნესი - 29.4 პროცენტი.
"საქსტატის" ინფორმაციით, დაახლოებით მსგავსი ტენდენციაა ცალკეული სქესის მიხედვით დაქირავებულთა მთლიანი რაოდენობის საწარმოს ზომის მიხედვით განაწილებაშიც: ქალები: მსხვილი ბიზნესი - 52.4 პროცენტი, საშუალო ბიზნესი - 11.1 პროცენტი, მცირე ბიზნესი - 36.5 პროცენტი.
კაცები: მსხვილი ბიზნესი 63.2 პროცენტი,საშუალო ბიზნესი - 11.9 პროცენტი, მცირე ბიზნესი - 24.8 პროცენტი
I კვარტალში საწარმოთა მთლიანმა დანახარჯებმა პერსონალზე შეადგინა 932.3 მილიონი ლარი, რომლის განაწილება საწარმოთა ზომის მიხედვით შემდეგია: მსხვილი ბიზნესი - 73.9 პროცენტი, საშუალო ბიზნესი - 9.9 პროცენტი, მცირე ბიზნესი - 16.2 პროცენტი.
საშუალო თვიურმა ხელფასმა ბიზნეს სექტორში შეადგინა 690.9 ლარი, მათ შორის ქალების - 483.1 ლარი. საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია: მსხვილი ბიზნესი - 863.8 ლარი, საშუალო ბიზნესი - 590.5 ლარი, მცირე ბიზნესი - 384.4 ლარი.