"საქსტატის" ინფორმაციით, 2012 წლის I კვარტლიდან ბიზნეს რეგისტრის განახლება და საწარმოთა მოცვის ხარისხის გაუმჯობესება მოხდა, რამაც საწარმოთა დეკლარირებული მონაცემების ცვალებადობა განაპირობა.
ოფიციალურად დეკლარირებული მონაცემებით, 2012 წლის I კვარტალში საწარმოთა მთლიანმა ბრუნვამ 8.1, ხოლო პროდუქციის მთლიანმა გამოშვებამ - 4.1 მილიარდი ლარი შეადგინა.
სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში განმარტავენ, რომ მთლიანი ბრუნვა საწარმოს ზომის მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება: მსხვილი ბიზნესი - 83.7 პროცენტი, საშუალო ბიზნესი - 6.7 პროცენტი, მცირე ბიზნესი - 9.6 პროცენტი.
ოდნავ განსხვავებული მდგომარეობაა პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილი ბიზნესი - 83.3 პროცენტი, საშუალო ბიზნესი - 7.0 პროცენტი, მცირე ბიზნესი - 9.7 პროცენტი.