9 ივნისს ყარსში (თურქეთი) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის, თურქეთის სავაჭრო პალატების გაერთიანებისა და აზერბაიჯანის ექსპორტისა და ინვესტიციების ხელშეწყობის ფონდის ორგანიზებით თურქეთ-საქართველო-აზერბაიჯანის ბინზეს ფორუმი გაიმართება.
ღონისძიებას გახსნიან თურქეთის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრი ფახერ ჩაღლაიანი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკონომიკური განვითარების მინისტრი შაჰინ მუსტაფაევი.
ფორუმის ორგანიზატორთა ინფორმაციით, თურქეთის და აზერბაიჯანის მხარე წარმოდგენილი იქნება 150-მდე კომპანიით, სოფლის მეურნეობის, სამშენებლო, მსუბუქი მრეწველობის, ტრანსპორტის და ლოჯისტიკის სექტორებიდან.