პაკისტანის ჩრდილოეთით, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის უპილოტო მფრინავი აპარატების მთავარი სამიზნე ლიბიის მოქალაქე აბუ იაჰა ალ-ლიბი იყო. იგი საერთაშორისო ტერორისტული ქსელის "ალ-ქაიდას" ერარქიაში მეორე პირად მიიჩნევა.
ასოშეიტედ პრესის ინფორმაციით, ამ დროისთვის დაუდგენელია მიაღწია თუ არა მიზანს სარაკეტო დარტყმამ, თუმცა მისი ორგანიზატორები "ოპტიმისტურად" არიან განწყობილნი.
2009 წელს, აშშ-ის ფედერალურმა საგამოძიებო ბიურომ, ერთი მილიონი აშშ დოლარი ჯილდო დააწესა იმ პირისთვის, ვინც მათ, აბუ იაჰა ალ-ლიბის ადგილსამყოფელის შესახებ მიაწვდიდა ინფორმაციას.
აბუ იაჰა ალ-ლიბი 2005 წელს ავღანეთში ბაგრამის აშშ-ის სამხედრო საჰაერო ბაზიდან გაიქცა.