სირიაში სამოქალაქო ომის ესკალაციის შეჩერება შეუძლია პრეზიდენტ ბაშარ ასადის გადადგომას, ამიტომ აშშ თავის მოკავშირეებთან ერთად "ქვეყანაში პოლიტიკური ხელისუფლების გადაცემის მზადებით" არის დაკავებული. ამის შესახებ თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯეი კარნიმ განაცხადა.
"ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად კონცენტრირებულნი ვართ სირიაში პოლიტიკური ხელისუფლების გადაცემის მზადებით... რაც უფრო სწრაფად მოხდება ხელისუფლების გადაცემა, მით უკეთესი იქნება სირიელი ხალხისთვის, მით უფრო მეტი შანსი რჩება რელიგიური დაჯგუფებების მიერ სისხლიანი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად", - განაცხადა კარნიმ თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე.
მისი თქმით, რაც უფრიო დიდი ხანი გააგრძელებს რეჟიმი ომს საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ, მით უფრო დიდია რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირების შანსი.
შეგახსნებთ, რომ გაეროს მონაცემებით, სირიაში მიმდინარე დაპირისპირებისას დაღუპულია 10 ათასზე მეტი ადამიანი.