ნატომ ყაზახეთთან, უზბეკეთთან და ყირგიზეთთან გააფორმა შეთანხმება ავღანეთიდან სამხედრო ტექნიკის გაყვანისას ამ სახელმწიფოების ტერიტორიების გამოსაყენებლად. ამის შესახებ განცხადება ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდრეს ფოგ რასმუსენმა გააკეთა.
ცენტრალური აზიის ქვეყნებთან შეთანხმების მიღწევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო იმის გამო, რომ ნახევარი წლის წინ ისლამაბადმა პაკისტანის ტერიტორიდან ნატოს სამხედრო ტექნიკის ტრანზიტი დაბლოკა.
ბოლო დროს აშშ-სა და პაკისტანს შორის ვითარება განსაკუთრებით დაიძაბა ამერიკული უპილოტო საფრენი აპარატების მიერ გახშირებული ავიადარტყმების გამო.