იტალიაში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა. 5.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ქვეყნის ჩრდილოეთით, ემილია რომანიას რეგიონში მოხდა, რომელიც რამდენიმე კვირის წინ ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაზიანდა.
გავრცელებული ინფორმაციით, 5.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია.
იტალიაში 4 ივნისს მომხდარ ექვსი მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას 16 ადამინი ემსხვერპლა და 300-ზე მეტი დაშავდა.