საქართველოს პრეზიდენტი მიხელ სააკაშვლი სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლებს ხალხის გაყვლეფაში ადანაშაულებს, _ აღნიშნულის შესახებ სააკაშვილმა კოპიტნარის აეროპორტში სტუმრობისას განაცხადა.
"ხალხის ხარჯზე გაქსუვდნენ და დასუქდნენ, დახარბდნენ წუთიერ შემოსავლას ავიაკომპანიები და ბიზნესები. აქ შემოდის ავიაკომპანია, რომელიც გადაიყვანს თავიდნ მგზავრებს 22 ევროდ თბილისიდან კიევში. კიევიდან მაგალითად ლონდონში კიდევ შეიძლება დაამატოთ 15-20 ევრო და ასე დაახლოებით ევროპის სხვადასხვა მიმართულებით", _ განაცხადა სააკაშვილმა, რომელმაც აღნიშნა, რომ კოპიტნარის აეროპორტი ხელს შეუწყობს ქვეყნის განვითარებას.
"22 ევროდ ტაქსი არ ჩამოგიყვანს ხაშურიდან ქუთაისში და ახლა ბოინგი ჩაგიყვანს ევროპაში. ეს არის ამ აეროპორტის მთავარი დანიშნულება. აი, ამიტომ იდება აქ ფული, ამიტომ გადმოვიდა აქ პარლამენტი, ამიტომ შენდება აქედან 7 კილომეტრში წყალტუბო, რადგან ეს არის წყალტუბოს აეროპორტი, საირმის აეროპორტი, ეს არის ახალციხის, აბასთუმანის აეროპორტი, ეს არის ვანის აეროპორტი, სადაც კეთდება ძალიან მაგარი ტურისტული ცენტრი და იდება ფული ტურისტული ინფრასტრუქტურის გაკეთებაში. ეს არის ზესტაფონის აეროპორტი, რომელიც აქვეა, ეს არის სამტრედიის, ბაღდადის აეროპორტი და ეს არის საერთოდ საქართველოს აეროპორტი", _ განაცხადა სააკაშვილმა.
პრეზიდენტის განცხადებით, ბათუმისა და თბილისის აეროპორტებმა მგზავრობის ღირებულება უნდა გააიაფონ.
"ამ ფასის პირობებში, ან თბილისი დაუკლებს ფასებს, ან მგზავრები თბილისიდან ქუთაისში დაიძვრებიან, ან ბათუმი დაუკლებს ფასებს, ანდა მგზავრები ბათუმიდან დაიძვრებიან ქუთაისში", _ განაცხადა სააკაშვილმა კოპიტნარის აერორორტში სტუმრობისას.
შეგახსენებთ: საქართველოს პრეზიდენტი დღეს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ავიაკომპანია "Wizz Air"-სა და "საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას" შორის თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმის გაფორმების ცერემონიას დაესწრო.