სატარიფო პოლიტიკის განსაზღვრას მარეგულირებელი ორგანო განახორციელებს. ამასთან დაკავშირებით ცვლილებები, პარლამენტის მიერ გასულ კვირას დამტკიცებულ "თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ" კანონში შედის.
ცვლილებების თანხმად, დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანო უფლებამოსილი იქნება სატარიფო პოლიტიკა განახორციელოს. ასევე, მას შეეძლება განახორციელოს ეკონომიოკური საქმიანობების სხვა სახეები, რომლებიც მომხარებელთა ინტერესების დაცვის საჭიროებდან გამომდინარე, სატარიფო რეგულირებას ექვდმებარება.
ანტიმონოპოლიურ კანონმდებლობაში ცვლილებების ინიციატორები დეპუტატები გურანდა ჯაბუა და ზვიად კუკავა არიან.