საქართველოს პრეზიდენტი დღეს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ავიაკომპანია „Wizz Air"-სა და „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას" შორის თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმის გაფორმების ცერემონიას დაესწრო. მიხეილ სააკაშვილმა აეროპორტში შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ „Wizz Air"-ის საქართველოში შემოსვლა მნიშვნელოვანი მოვლენაა, რადგან გაზრდის ქუთაისის, როგორც რეგიონის საკვანძო აეროპორტის მნიშვნელობას. პრეზიდენტის თქმით, „Wizz Air"-ის ქართულ ბაზარზე გამოჩენა ასევე ხელს შეუწყობს საქართველოში ტურიზმის განვითარებას და იმერეთის რეგიონში ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.
ავიაკომპანია „Wizz Air" მგზავრების გადაყვანას 27 სექტემბრიდან დაიწყებს და რეისი ქუთაისი - კიევი 22 ევრო ეღირება.