მაისში აპრილთან შედარებით საქართველოში ინფლაციის დონემ -0,9 პროცენტი შეადგინა. "საქსტატის" ინფორმაციით, მოცემულ პერიოდში ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაში ძირითადი გავლენა იქონია ფასების
ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფზე ფასები შემცირდა 2,2 პროცენტით. შესაბამისად,
ჯგუფის წვლილმა მაისის თვის ინფლაციაში -0,68 პროცენტული პუნქტი შეადგინა. აღნიშნულ ჯგუფში ფასების მნიშვნელოვანი კლება დაფიქსირდა რძე, ყველი და კვერცხის ქვეჯგუფზე (7,5 პროცენტი) და ბოსტნეულის, ბაღჩეულის, კარტოფილისა და სხვა ბოლქვოვანების ქვეჯგუფზე (7,1
პროცენტი).
ასევე დასვენება, გართობისა და კულტურის ჯგუფმა: მოცემულ პერიოდში ფასები შემცირდა 0,9 პროცენტით, შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა ინფლაციის საერთო მაჩვენებელში -0,06 პროცენტული პუნქტი შეადგინა. მოცემულ ჯგუფში ფასები მნიშვნელოვნად შემცირდა აუდიო-ვიზუალური, ფოტოგრაფიული და მონაცემთა დამუშავების მოწყობილობების (1,7 პროცენტი) და გასართობი და კულტურული მომსახურების ქვეჯგუფებზე (1,2 პროცენტი).