გასულ კვირას, "საქართველოს ბანკის" ჰოლდინგის (BGEO LN) ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე 6.4%-ით გაიზარდა და 10.25 გირვანქა სტერლინგი შეადგინა, ხოლო ვაჭრობის მთლიანმა მოცულობამ 576,000-ს მიაღწია. რაც შეეხება საქართველოს საფონდო ბირჟას, გარიგებები ლიბერთი ბანკის (BANK, ფასმა არ შეცვლილა) და საქართველოს ბანკის (GEB, ფასმა დაიკლო 5.3%-ით) აქციებზე დაიდო, ხოლო ბი ჯი კაპიტალის ინდექსმა 5.1%-ით დაიკლო.
მასალის გამოყენების პირობები