ორი მეზობელი გალაქტიკის შერწყმა - ირმის ნახტომი, სადაც მზის სისტემა იმყოფება და ანდრომედის ბურუსი - გარდაუვალია, მაგრამ ამ კატაკლიზმის შედეგად დედამიწის განადგურება არ მოხდება და კაცობრიობა არ დაზარალდება.
ასეთ დასკვნამდე, მივიდნენ ამერიკელი მეცნიერები Hubble-ს ორბიტალური ობსერვატორიიდან მიღებულ ახალ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელიც უკვე 22 წელია ახარებს ასტრონომებს უნიკალური მონაცემებით კოსმოსური ობიექტების მდგომარეობისა და მოძრაობის შესახებ.
როგორც NASA პრესკონფერენციაზე ბალტიმორიის კოსმოსური ტელესკოპების სამეცნიერო ინსტიტუტის თანამშრომელმა როლანდ ვან დერ მარელმა განაცხადა: Hubble-ს მიერ სხვადსხვა დროს ანდრომედის ბურუსისთვის გადაღებული სურათები, საშუალებას იძლევა ზუსტად განისაზღვროს , რომ ის ირმის ნახტომს დაახლოებით 400 000 კმ.სთ სიჩქარით უახლოვდება.
ორ გალაქტიკას შორის არსებული მანძილის გათვალისწინებით,მათი შერწყმა დაახლოებით 4 მილიარდი წლის შემდეგ დაიწყება და მთლიანად 6 მილიარდი წლის შემდეგ დასრულდება.
ამ პროცესისათვის ხელის შეშლა პრაქტიკულად არაფერს შეუძლია,რადგან სამყაროს ამ კუთხეში არ არის რომელიმე ობიექტი, მათ შორის "მუქი ნივთიერების კონცენტრაცია", უფრო მასიურის, ვიდრე ირმის ნახტომი და ანდრომედის ბურუსია.
მათი შერწყმით ახალი გალაქტიკა წარმოიქმნება,რომელსაც სხვა, სავარაუდოდ ელიფსური ფორმა ექნება და მცირე "მოსახლეობის სიმჭიდროვე" კოსმოსურ სხეულებთან.
მზეს, რომელსაც ვან დერ მარელის სიტყვებით: როგორც მინიმუმ კიდევ 6 მილიარდი წელი " საკმარისად უნდა ეყოს საწვავი", შეიცვლის თავის ტრაექტორიას და შეიძლება გალაქტიკის ცენტრიდან შორს იყოს.
ამასთან, გაიზრდება დაშორება ვარსკვლავებს შორის,სხვანაირი იქნება ცაზე ვარსკვლავების ხილვა.
ახალი გალაქტიკის წარმოქმნას სხვა საინტერესო მოვლენებიც მოყვება,მათ შორის ირმის ნახტომსა და ანდრომედის ბურუსში მყოფი შავი ხვრელების შერწყმა. თუმცა ამისგან ძლიერი ეფექტი მოსალოდნელი არ არის, რამდენადაც მათი მასა მცირეა თავად გალაქტიკის მასასთან შედარებით.
ვან დერ მარელმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ანდრომედის ბურუსიდან სხვა კოსმოსური ობიექტების მზესთან ან დედამიწასთან შეჯახების ალბათობის სრული გამორიცხვა შეუძლებელია, მაგრამ ის "უმნიშვნელოდ მცირეა".
ამიტომაც, თუ კაცობრიობა კიდევ 4 მილიარდი წელი შენარჩუნდება,მას მშვიდად შეუძლია გადაიტანოს გალაქტიკების შერწყმა-განაცხადა მეცნიერმა.
თუმცა, მან ასევე აღნიშნა, რომ პროგნოზის მიხედვით "რამდენიმე მილიარდი წლის შემდეგ, ტემპერატურა მზეზე მნიშვნელოვნად გაიზრდება" და თუ ეს ახლა მოხდება სიცოცხლე დედამიწაზე დაიღუპებოდა. " შეიძლება იმ დროისთვის კაცობრიობამ ისწავლოს მზის ენერგიის გამოყენება პლანეტის გასაგრილებლად", - ივარაუდა ვან დერ მარელმა.
NASA-ს დირექტორის თანაშემწემ სამეცნიერო საკითხებში ჯონ გრანსფელდმა, რომელიც ასევე გამოვიდა პრესკონფერენციაზე,განაცხადა,რომ პერსპექტივაში გამორიცხული არ არის შერწყმა სხვა გალაქტიკებთან,რომლებიც შედარებით ახლოს მდებარეობენ ირმის ნახტომთან და ანდრომედის ბურუსთან, კერძოდ სამკუთხედის გალაქტიკასთან.
ამ რთული ,კოსმოსური სისტემების გაერთიანების შესახებ კიდევ უფრო ზუსტი მონაცემების მიღებას, მეცნიერები იმედოვნებენ ხმელეთზე განლაგებული ტელესკოპების და ორბიტალური ობსერვატორიების, მათ შორის Hubble-ს დახმარებით.
ამავე დროს, მათ აღიარეს,რომ ჯერ არ შეუძლიათ პასუხი გასცენ მნიშვნელოვან კითხვას: რა ერქმევა ახალ გალაქტიკას? ვან დერ მარელმა გაიხსენა,რომ ადრე ასტრონომების ჯგუფმა,რომლებიც ასევე იკვლევდნენ გალაქტიკების შერწყმის პერსპექტივებს შესთავაზეს სახელწოდება ინგლისურ ენაზე Milkomeda.