მილიარდერი ჯორჯ სოროსი მიიჩნევს, რომ ევროპას 3 თვე დარჩა იმისათვის, რომ ერთიან ვალუტას - ევროს უშველოს.
"სამი თვის შემდეგ ბაზრებს ლოდინი მობეზრდებათ და ისინი მოითხოვენ უფრო მეტს, თუმც ხელისუფლება მათი მოთხოვნის დაკმაყოფილებას ვერ შეძლებს"- აღნიშნა ჯორჯ სოროსმა.
ევროკავშირის სამიტზე, რომელიც ივნისის ბოლოს გაიმართება, სოროსის აზრით, მხოლოდ მინიმალური ქმედებები იქნება გატარებული კრიზისის დაძლევისკენ.
"ეს ღონისძიებები ვითარების მხოლოდ დროებით გაუმჯობესებას გამოიწვევს"- აღნიშნა მილიარდერმა. სოროსი სკრეპტიკურად უყურებს ასევე 17 ივნისს, საბერძნეთში დაგეგმილ არჩევნებს. მილიარდერის განმარტებით, ახალი მთავრობაც ვერ მოახერხებს სიტუაციის გაუმჯობესებას და "შემოდგომით საბერძნეთში კრიზისის კულმინაცია გველოდება".
სოროსის თქმით, შემოდგომით მნიშვნელოვნად შესუსტდება გერმანიის ეკონომიკა, და კანცლერ ანგელა მერკელს გაუჭირდება გერმანელების დარწმუნება იმაში, რომ ქვეყანამ ახალი ვალდებულებები აიღოს.
კრიზისისგან თავის დასაღწევად ჯორჯ სოროსს მიზანშეწონილად მიაჩნია, საბანკო დეპოზიტების დაზღვევა და იმავდროულად ბანკებმა ფინანსებზე წვდომა უნდა გაზარდონ.