ისრაელში ნავთობისა და გაზის უმსხვილესი საბადო აღმოაჩინეს. კომპანია Ryder Scott-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ხაიფის მახლობლად, პელაგიკის საბადოზე შესაძლოა 189 მლრდ კუბ/მ გაზისა და 1,4 მლრდ ბარელი ნავთობის მარაგები არსებობდეს. ამ გათვლებით კი აღნიშნული საბადო ისრაელისთვის სიდიდით მესამე საბადო იქნება. სიდიდის მიხედვით, ისრაელისთვის ყველაზე დიდი თამარის საბადოა, რომლის შესაძლებლობებიც, მხოლოდ ბუნებრივ აირზე 274 მლრდ კუბ/მ-ად ფასდება.