სავიზო ბარიერების მოხსნის გარეშე ნამდვილი პარტნიორობა შეუძლებელია. ამის შესახებ პეტერბურგში მიმდინარე რუსეთ-ევროოკავშირის სამიტზე ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
პუტინმა მაგალითად რამდენიმე დღის წინ, საფრანგეთში მისი ვიზიტი გაიხსენა, როდესაც მის თანმხლებ რუს ჟურნალისტებს ერთდღიანი ვიზები მისცეს.
"რადგან ჩვენ პრესკონფერენციაზე გამოვედით საკმაოდ გვიან, მათ (ჟურნალისტებს) ჰქონდათ საფრთხე რომ ვიზა დაუმთავრდებოდათ. რა უნდა გაეკეთებინათ მათ, ამდგარიყვენ და წასულიყვნენ?", - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
შეგახსენეებთ, რომ პეტერბურგში რუსეთ-ევროოკავშირის სამიტი მიმდინარეობს, რომლის მთავარი თემა სირია, ენერგეტიკული, სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობებია.