ახალგაზრდა ბელგიელი რეპორტიორ ტინტინის კომიქსების ყდა აუქციონზე 1,6 მლნ დოლარად გაიყიდა.
აუქციონზე გატანილი იყო კომიქს "ტინტინი ამერიკაში" პირველი გამოცემის ყდა.
აღნიშნული ყდა, ისევე როგორც "ტინტინის" სხვა სერიები დასურათებული იყო ბელგიელი მხატვრის ერჟეს მიერ.
აღსანიშნავია, რომ კომიქსების სერია რეპორტიორ ტინტინსა და მის ძაღლ მილიზე 1929 წელს გამოიცა და მთელი 60 წლის განმავლობაში დიდი პოპულარულობით სარგებლობდა.