ნიგერიაში მომხდარი ავიაკატასროფისას დაღუპულთა რაოდენობამ 150 გადააჭარბა.
ქვეყანაში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული.
ბი-ბი-სის ინფორმაციით, დაღუპულთა შორის არის ნიგერიის არმიის 3 გენერალი.
დაღუპლთა სიაში არიან ჩინეთის მოქალაქეები, ევროპული და აზიური გვარების მქონე პიროვნებებიც.
შეგახსენებთ, რომ ნიგერიის ეკონომიკურ დედაქალაქ ლაგოსში თვითმფრინავი ჩამოვარდა, რომელმაც საცხოვრებელი სახლები და სხვა ობიექტებიც დააზიანა.
დაიღუპნენ ხმელეთზე მყოფი ადამიანებიც, თუმცა მათი ზუსტი რაოდენობა დადგენილი არ არის.
თვითმფრინავი ინდურ ავიაკომპანია Dana Air-ს ეკუთვნოდა. კატასტროფის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.