რუსეთი-ევროოკავშირის სამიტზე კრემლის პოზიცია გახდება ცენტრალური თემა ვლადიმერ პუტინსა და ევროპის ლიდერებს შორის, იუწყება ბი-ბი-სი.
ეს არის პირველი სამიტი მას შემდეგ რაც ვლადიმერ პუტინი კრემლში დაბრუნდა.
ევროპის ლიდერები შეეცდებიან დაითანხმონ პუტინი, რომ მან დაარწმუნოს სირიის პრეზიდენტი, ბაშარ ასადი, რათა შეწყვიტოს ქვეყანაში ძალადობა.
ამავე დროს, არც ერთი მხარე არ ვარაუდობს, რომ ორმხრივ ურთიერთოობებში რაიმე სახის მნიშვნელოვანი გარღვევა მოხდება.
სამიტზე მხარეები ასევე განიხილავენ ვაჭრობის, ინვესტიციისა და ენერგეტიკულ საკითხებს.