აფხაზეთიდან დევნილი 9 ბავშვი დღეიდან სწავლას თბილისში, 168-ე საჯარო სკოლაში გააგრძელებს.
ისინი სკოლაში დღეს პირველად მივლენ. სიმბოლურად საქართველოს დროშას აღმართავენ და სახელმწიფო ჰიმნს შეასრულებენ.
სპეციალურად მათთვის 168-ე სკოლაში აფხაზური ენის გაკვეთილები დაემატა. სკოლა ქართულ-რუსულ სექტორიანია. აფხაზეთიდან დევნილი ბავშვები რუსულ სექტორზე ისწავლიან.
შეგახსენებთ, რომ აფხაზეთიდან დევნილი რამდენიმე ოჯახი თბილისში რამდენიმე თვის წინ ჩამოვიდნენ. ისინი დედაქალაქის მთავრობამ ლილოს დასახლებაში ჩაასახლა.